მმართველი გუნდის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანდრო კალანდაძე იქნება
„ნაციონალური
მოძრაობის“ მცხეთის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე – ანდრო კალანდაძე იქნება.
ამის შესახებ ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს
სანდო წყარომ განუცხადა.
მისი ცნობით, ხელისუფლება
კალანდაძის საქმიანობას დადებითად აფასებს და მას შანსს აძლევს მაჟორიტარი
დეპუტატობისთვის იბრძოლოს.
კალანდაძე წლების
განმავლობაში, მცხეთის რაიონის გამგეობის განყოფილების გამგე იყო, ხოლო 1999-2004 წლამდე - გამგებელი.
internet.ge