საქართველოს, 25 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ბოგდან ბორუსევიჩი ესტუმრება.
ამის
შესახებ ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი
ინფორმაციით, პოლონელი სტუმარი შეხვდება – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანდრჟეი ტიშკევიჩსა და საპარლამენტო ოპოზიციისა და საქართველოში პოლონეთის დიასპორის წარმომადგენლებს.
ამას
გარდა, პოლონეთის დელეგაცია, 27 ივნისს ქუთაისს ეწვევა, სადაც პარლამენტის ახალ შენობასა და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.
27 ივნისს სტუმრები
ბათუმსაც ესტუმრებიან, სადაც
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეს შეხვდებიან.
საქართველოში, მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის ოფიციალური ვიზიტი 28 ივნისს დასრულდება.
internet.ge