საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს
საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ერთობლივი დოკუმენტი საქართველოსა და იტალიის
რესპუბლიკას
შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით იქნა
მიღებული.
განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯულიო ტერცი დი სანტ აგატამ დაამტკიცეს.
internet.ge