„ნაციონალური მოძრაობის“ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან ფიფია იქნება
„ნაციონალური მოძრაობის“
ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბიზნესმენი რომან ფიფია იქნება.
ამის შესახებ ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს სანდო წყარომ
განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება
ფიფიას კანდიდატურას მიესალმება და მმართველ გუნდში გადაწყდა, რომ ფიფია ჩხოროწყუს
მაჟორიტარობისთვის აქტიურ საარჩევნო კამპანიას წარმართავს.
შეგახსენებთ, რომ ფიფია საფეხბურთო
კლუბ სარატოვის „სოკოლის“ პრეზიდენტი იყო. ამჟამად კი, „დინამოს“ მფლობელია.
ამასთან, საქართველოში ბიზნესმენმა 2006 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და
ბიზნეს-ცენტრ „ჰაიატი თბილისის“ მშენებლობა წამოიწყო, რომლის ღირებულება 150
მილიონ დოლარად არის შეფასებული.
internet.ge