ოპოზიციონერი
დეპუტატი გურამ ჩახვაძე ფრაქცია „ერთობა სამართლიაობისთვის“ წევრს, პეტრე მამრაძეს რუპორს უწოდებს.
როგორც
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური დებატებისას, მამრაძის საპასუხოდ ჩახვაძემ განაცხადა, მამრაძე თავს კარგად გრძნობდა სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც, რადგან ის 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტში მოხვდა.
„მამრაძე რუპორია, თუმცა,
საინტერესოა ის თუ იტყვის ვისი რუპორია. იგი თავს კომფორტულად გრძნობდა, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების დროს კანცელარიას ხელმძღვანელობდა. მთელი მსოფლიო და საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ მამრაძისთვის კომპეტენტური რუსეთია“, – დასძინა მან.
პარლამენტში
გამოსვლისას, მამრაძემ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო–პოლიტიკური ავანტიურის განხორციელებაში დაადანაშაულა.
internet.ge