ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე „ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე რატომ გადაიდო ზუგდიდში დაგეგმილი
აქცია, განაცხადა, რომ ზუგდიდში აქცია დაგეგმილი არ ყოფილა.
ფანჯიკიძის განცხადებით, ივანიშვილის მიერ
ზუგდიდში არანაირი აქცია არ ყოფილა დაგეგმილი და გავრცელებული ინფორმაცია შეკრების
ჩატარებასთან დაკავშირებით ტყუილია.
„ზუგდიდში აქცია დაანონსებული არ ყოფილა.
ჩვენ 27 მაისს გავმართეთ შეკრება თბილისში, შემდეგ ქუთაისში, ქუთაისში დაანონსდა გურიაში
გასამართი აქცია და ამის შემდეგ მცხეთა-მთიანეთი. კოალიციის ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი აქციაზევე აანონსებს მოდევნო შეკრების თარიღს“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, სწორედ მცხეთა-მთიანეთში
გამართული აქციის დროს გახდება ცნობილი შემდგომი შეკრების ადგილიც.
internet.ge