მმართველი გუნდის წევრი,
შოთა მალაშხია დეპუტატებს – კარლო კოპალიანსა და პეტრე მამრაძეს, წარსულ ცხოვრებასა
და პირადულ საკითხებს უხსენებს.
პარლამენტის დღევანდელ
პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური დებატებისას, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, მალაშხიამ
განაცხადა, რომ კოპალიანი ზნეობაზე და პატრიოტობაზე საუბრობს, მაშინ, როდესაც ის 9
აპრილის დღეებში ცაგერში რაიკომის ინსტრუქტორი იყო.
„კოპალიანი იყო
რაიკომის მდივანი, უფრო სწორად, ინსტრუქტორი, რადგან მაგისთვის მდივნობა დიდი
რამეა. რაც შეეხება მამრაძეს, ჩვენმა კოლეგამ თქვა, რომ ის თავისი გვარის
უკანასკნელი მამაკაცია. ამ საკითხზე, იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს ადამიანები, საქართველოს
მტკივნეულ ტერიტორიულ მთლიანობას ეხებიან. ეს ადამიანები ვიღაცეების მონათხრობ
ამბებს გვიყვებიან. ესენი მაიორ პრონინივით უნიტაზში ისხდნენ და იქედან უყურებდნენ
რამეს? სინამდვილეში, გვაქვს ევროკავშირის, გაეროსა და ნატოს რეზოლუციები, სადაც წერია, რომ საქართველოს
ტერიტორიები ოკუპირებულია და ქართველების ეთნოწმენდა მოხდა. ამ ადამიანებს კი ევალებათ, რომ პატრონთან ერთად, რომლის რუსული ოცნება
არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გაფორმება, ამ საკითხებზე
ისაუბრონ. მათ სხვა შანსი არ აქვთ, ბოლო შანსია, რომ პუტინი ჩამოვიდეს და კენჭი
იყაროს, თუმცა, მას მიუხედავად კასპელი დედისა,
მოქალაქეობას ვერ მივცემთ“, – დასძინა მალაშხიამ.
დეპუტატის თქმით, რუსეთს
საქარათველოში ისეთი ხელსისუფლება სჭირდება, რომელიც იტყვის, რომ ეს დანაშაული
ქართველებმა ჩაიდინეს და ამიტომ, ამ
ტეროიროტიების დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია.
Internet.ge