ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, აჭარის ხელახლა დაკარგვის საფრთხე რეალურია.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბაღათურიამ განაცხადა, თურქეთის 25 000 მოქალაქეს აჭარაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.
მისი
თქმით, მოახლოებული არჩევნების დროს, ორმაგი მოაქალეობის მქონე პირებს აქტიური და პასიური საარჩვენო უფლება ექნებათ.
„ძალიან დიდი აგიტაცია-პროპაგანდა არის გაჩაღებული თურქეთისა და აჭარის ტერიტორიებზე, თითქოს აჭარა არის თურქეთის ნაწილი და 100 წლის წინ ის თურქებს საქართველომ წაართვა. ამას არ აცხადებს თურქეთის ხელისუფლება, რომელიც არის დემოკრატიული და რომელთანაც კეთილმეზობლური თანამშრომლობა ძალიან გვჭირდება, მაგრამ ამაზე თურქეთში ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალები ხმამაღლა ლაპარაკობენ. მას გულშემატკივრებად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჰყავს. ჩვენი ხელისუფლების ასეთი სამარცხვინო, მოღალატეობრივი სიჩუმე სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათოა, მით უმეტეს, როცა ასეთ ინფორმაციას 80 მილიონამდე, ძლიერი შეიარაღებული არმიის სახელმწიფო ავრცელებს. ეს სიტუაცია პირდაპირ ამას გვკარნახობს: ბატონებო, ჩვენ ვკარგავთ აჭარას. მისი ხელახალი დაკარგვის საფრთხე რეალურია“, – დასძინა მან.
internet.ge