მმართველი
გუნდის წევრი, ნუგზარ წიკლაური ოპონენტს – კარლო კოპალიანს ქაჯანას ადარებს.
როგორც
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური დებატებისას წიკლაურმა განაცხადა, კოპალიანი მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ყველაზე უღიმღამო წევრია.
„პარლამენტში, ნიკო ლომოურის შესანიშნავი, სითბოთი აღსავსე მოთხრობის გმირის – ლიტერატურული ალუზია გაჩნდა. ეს გმირი ქაჯანაა, ხოლო ეს ალუზია არის თავად ბატონი კოპალიანი. ყველას კარგად გვახსოვს პირველი სამი წელი, როდესაც ის ვერ მეტყველებდა, მაგრამ ახლა მან ხმა
ასე ამოიდგა. ასე, რომ ქაჯანების ქვეყანაც დამთავრდება და ქართველი ხალხის სწრაფვასა და გადაწყვეტილებას ვერავინ შეცვლის. არავის, არც რუსეთის მონებს და არც ვინმე სხვის მონებს არ მივცემთ შესაძლობას, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება შეარყიოს“, –
დასძინა მან.
დეპუტატის მტკიცებით, პარტკომების თუ პარტიული ინსტრუქტორების, საბჭოთა კავშირის რეანიმატოლოგთა ოცნება არ ასრულდება.
„კომუნისტური, ნაცრისფერი კერპების ოცნება ჩვენს ქვეყანაში არასდროს ასრულდება და ოქტომბერში, ქართველი ხალხი რუსულ ოცნებას
დაასრულებს, რომლის უკანასკნელ ამოძახილსაც პარლამენტში ვისმენთ“, –
დასძინა მან.
Internet.ge