GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
წიკლაური: Must carry–ის ვალდებულება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდება
17:20 22.06.2012
დღის სიახლეები

მმართველი გუნდის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით, საკაბელო კომპანიებზე ვალდებულება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში  გავრცელდება.

როგორც ჟურნალისტებს წიკლაურმა განუცხადა, ქართული სახელმწიფოს  ინტერესია, რომ ამომრჩევლებს არჩევანი გაცნობიერებული ჰქონდეთ და სწორედ ამიტომ, ყველა საკაბელო კომპანია ვალდებული იქნება, საქართველოში მოქმედი კანონით დაშვებული ყველა ტელემაუწყებელის ტრანზიტი უზრუნველყოს.

„ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებლობა, ნებისმიერმა ადამიანმა განსხვავებული პოზიციები, პოლიტიკური პარტიების პლატფორმები და პროგრამები მოისმინოს. ხოლო, შემდეგ ის არჩევანი გააკეთოს, რომელიც მის პოლიტიკურ მისწრაფებას ყველაზე მეტად მიესადაგება,“ – აცხადებს წიკლაური.

დეპუტატის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ვალდებულება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდება.

„მართლაც, კერძო საკუთრებასა და ბიზნესში ჩარევა, მე პირადად გამართლებულად არ მიმაჩნია, მაგრამ, ახლა მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი არსებობს, რომ არავის დარჩეს შესაძლებლობა, თითქოს მოქალაქეებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პოზიციების მოსმენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ამიტომ, მცდარი არჩევანი გააკეთეს. როცა საარჩევნო პერიოდი არ იქნება, კერძო ბიზნესის ასეთი დავალდებულება მართებული არ არის“, – დასძინა მან.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან1
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა2
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს3
სანიკიძის თქმით ივანიშვილს ალბინოსი შვილები სისხლის აღრევის გამო ჰყავს (VIDEO)4
ფრანის გაშვებამ ბელორუსის სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოიწვია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X