ბიძინა
ივანიშვილმა
ზვიად გამსახურდიას გიჟი უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ჟურნალისტურ წრეებსა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებაზე დაყრდნობით, "პრესა.ჯი" ავრცელებს.
„ლეიბორისტული
პარტიის“ ლიდერმა განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, როგორ
საუბრობდა
ივანიშვილი
ჟურნალისტებთან
პირველი პრეზიდენტის მიმართ მის დამოკიდებულებაზე.
კერძოდ ის ამბობდა, რომ პირველ პრეზიდენტს სიცოცხლე ფსიქიატრიულში უნდა დაესრულებინა. ლიდერის განცხადებას იმეორებს, ჩვენთან საუბრისას, პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავაც, - წერს გამოცემა.
„ეს
ინფორმაცია
სარწმუნოა. ალბათ
დადგება დრო და ის ადამიანები, ვისთანაც
ივანიშვილმა ეს განაცხადა, ყველაფერს ხმამაღლა იტყვიან. ეს ივანიშვილს ერთ ადამიანთან არ უთქვამს. ეს განაცხადა ჟურნალისტთა გარკვეულ ჯგუფთან. ალბათ კოალიციის შიგნითაც საუბრობს ამაზე,
რადგან მას თანამოაზრეები ჰყავს კოალიციაში, იმ ადამიანების
სახით, რომლებიც კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემოქმედნი იყვნენ“ -
აცხადებს გიორგი გუგავა.
ბიძინა
ივანიშვილის
პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ
განაცხადა,
რომ
არ დასწრებია ამ სახის ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი ასეთ რამეს არ იტყოდა.
Internet.ge