საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ხვალ, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს
პრეზიდენტი
ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი ერთობლივ პრესკონფერენციას
გამართავენ.
აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქართული
მხრიდან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ასევე დაესწრებიან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თორნიკე
გორდაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში, გეგა მგალობლიშვილი.
ნატო-ს მხრიდან სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ, ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დირკ ბრენგელმანი.
Internet.ge