მიმდინარე კვირას, პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დახურავს.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია
თებერვლის
პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
ვინაიდან, მიმდინარე კვირა
საკომიტეტოა, სესია პარასკევს - 29 ივნისს, რიგგარეშე სხდომით დაიხურება.
რაც შეეხება პარლამენტის
მომავალ საქმიანობას, უწყება მუშაობას საგაზაფხულო სესიის
დახურვის შემდეგ, რიგგარეშე ფორმატში
გააგრძელებს და სხვა ინიციატივებთან ერთად, ე.წ. „Must Carry“-ს პრინციპსაც შეიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, რიგგარეშე
სხდომების გამართვისთვის უფლებას პარლამენტს, პრეზიდენტი აძლევს.
Internet.ge