დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წევრებსა
და
NDI-ის პრეზიდენტ, კენეთ
ვოლაკს შეხვდება.
ამის
შესახებ “ინტერნეტ.ჯი”-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი
ინფორმაციით, მხარეების შეხვედრა 13:30 საათზე გაიმართება.
რაც
შეეხება დელეგაციას, სტუმრები საქართველოს გუშინ ესტუმრნენ და ვიზიტის მიზანია - საქართველოში
2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული
გარემოს შეფასება.
ვიზიტის
ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ - ხელისუფლებასთან,
საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, საარჩევნო
ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან.
29
ივნისს კი, მუშაობის დასრულების შემდეგ, NDI-ის დელეგაცია ანგარიშის სახით
წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრესკონფერენციაზე
გამოაქვეყნებს.
Internet.ge