ნატო-ს გენერალური
მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის
შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სამინისტროს
წარმომადგენლის თქმით, ვერშბოუ ქვეყანას 28-29 ივნისს ესტუმრება. იგი მონაწილეობას
მიიღებს უსაფრთხოების შესახებ კონფერენციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.
„ეს ვიზიტი
საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობისა და საკმაოდ წარმატებული ჩიკაგოს სამიტის
გაგრძელებას წარმოადგენს,“ - აღნიშნა ჯალაღანიამ.
მისი თქმით, ვიზიტის
ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება ISAF-ის
პროგრამაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით. საუბარი იქნება, ასევე,
ავღანეთის ოპერაციებში ქართველი მშვიდობისმყოფელების როლზეც, მათ შორის, 2014 წლის
შემდეგაც.
Internet.ge