საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა დღეს, საქართველოს საზღვაო დარგის განვითარებისა და ამ
სფეროში შეტანილი წვლილისათვის შორეული ნაოსნობის კაპიტნები და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ქვეყნის პირველმა პირმა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ქართველ მეზღვაურებს მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა მეზღვაურებსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტებს სიტყვით მიმართა და მათ ქვეყნის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.
ქვეყნის
პირველმა პირმა ყურადღება მეზღვაურთა პროფესიის მნიშვნელობასა და იმ რისკებზე გაამახვილა, რომელიც ამ პროფესიას ახლავს თან.
საქართველო,
როგორც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი, მეორედ აღნიშნავს მეზღვაურთა
საერთაშორისო
დღეს. ამჟამად, ქვეყანაში 18
000 მეზღვაურია,
რომლებიც სხვადასხვა საზღვაო კომპანიებში არიან დასაქმებულნი. წელს ღონისძიებას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მასპინძლობს.
Internet.ge