სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებული გაეროს სპეციალური ჯილდო იუსტიციის სახლს გადაეცემა
ნიუ-იორკში დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში სახელმწიფო სერვისების კუთხით განხორციელებული
რეფორმების
დაჯილდოების
ცერემონია
გაიმართება. სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებული სპეციალური ჯილდო წელს იუსტიციის სახლს გადაეცემა.
იუსტიციის
სამინისტროს
დელეგაციას
მინისტრის
პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი ხელმძღვანელობს.
„იუსტიციის სახლმა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო აღიარება სახელმწიფოს მიერ საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით მოიპოვა. გაეროს ჯილდოს ფარგლებში რამდენიმე ნომინაციაა წარმოდგენილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ნომინაციაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ახალ ბრენდს გადაეცა. საქართველო პირველი ქვეყანაა არამარტო რეგიონში, არამედ - მთელს პოსტ- საბჭოთა სივრცეში, რომლის პროექტმაც ასეთი აღიარება მოიპოვა. ეს ჯილდო ამ დრომდე არ მიუღია დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანას. სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის
დაწესებული
ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა წლებში აშშ, კანადა, იაპონია, გერმანია, შვედეთი, ჰოლანდია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები იყვნენ“,-
აცხადებენ სამინისტროში.
დაჯილდოების
ცერემონიალის
გარდა, ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს გაეროს ყოველწლიურ ფორუმში და სამუშაო
შეხვედრებში,
რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყენის წარმომადგენლები
საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.
დელეგაციები
მსჯელობენ
ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება, კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში, გამჭვირვალე და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობა, ელექტრონული მმართველობა. ფორუმის დასასრულს, გაიმართება მინისტერიალი, რომლის მსვლელობისას გამარჯვებული ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელები ისაუბრებენ მათ ქვეყნებში
დაგეგმილ რეფორმებსა და კონკრეტულ ღონისძიებებზე. ორდღიანი მუშაობის დასასრულს, მინისტერიალი ერთობლივ კომუნიკეს მიიღებს.
იუსტიციის
სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, ასევე სხვა უწყებების სერვისები არა მექანიკურად,
არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული.
Internet.ge