ე.წ. Must carry-ის
პრინციპის შემოღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი მიმდინარე კვირას, დაჩქარებული წესით განიხილავს.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი
ინფორმაციით, ინიციატივის დეტალები დღეს, დღის მეორე ნახევარში დაზუსტდება და პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება.
სპიკერის
განცხადებით, მიმდინარე კვირას, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება, სადაც მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის შესახებ კანონრპოექტი დაჩქარებული წესით იქნება განხილული და დამტკიცებული.
Internet.ge