პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებას, კრემლის სურვილებს უკავშირებს.
როგორც
“ინტერნეტ.ჯი”-ს მალაშხიამ
განუცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარიონეტული ხელისუფლება ყოველთვის არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი პოზიცია არ გააჩნიათ.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დანარჩენ საქართველოშიც მარიონეტული ხელისუფლებები ჰყავდეთ.
„რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. ამას, საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ და მისი გამოსწორების ერთადერთი გზა არსებობს – თუ დანარჩენ საქართველოში მოქმედი ხელისუფლება იტყვის,
რომ ომი საქართველოში დაიწყო და რაც ამ ტერიტორიებზე მოხდა, საქართველოს ბრალია. რუსეთსა და მის მარიონეტებს, ჩირიკბასა და სხვებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მარიონეტული ხელისუფლება აწყობთ. თუმცა, ამის თეორიული შანსიც არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლებაში ის ადამიანები ვერ მოხვდებიან, ვინც ისევ უკან, საბჭოთა კავშირში დაბრუნებასა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გამართლებას აპირებენ“, - განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“-ს მალაშხიამ.
Internet.ge