მიხეილ სააკაშვილი დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თვითმართველობის
წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, საქართველოში
დიდი აღმშენებლობის პერიოდია.
„დიდი აღმშენებლობის ეპოქაა საქართველოში და ჩვენ არ გვაქვს უფლება
მუხლჩაუხრელად არ ვიშრომოთ. ბევრი ამბობს რა კეთდება შადრევნების გარდა, მე მათ
ვეტყვი, რომ კეთდება და შენდება ახალი ქალაქები. ასევე ახალი ჯანდაცვის სისტემა
შეიქმნება და საყოველთაო დაზღვევაზე გადავალთ. ვქმნით ახალ უნივერსიტეტებს და ახალ
ინფრასტრუქტურას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ყველგან კარგი გზა მივა და რკინიგზის
მონდერნიზაცია დასრულდება, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვენლოვანია.
„მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის,
რომ თითოეულმა მოქალაქემ და ოჯახმა ქვეყანაში კარგად ცხოვრება შეძლოს“,- დასძინა
პრეზიდენტმა.
Internet.ge