სააკაშვილი: პირადად ვიზრუნებ, რომ მოქრთამვის ნებისმიერი მცდელობა კანონის სრული ძალით დაისაჯოს
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის განცხადებით, ის არ დაუშვებს, რომ ვინმემ ქვეყნის
დემოკრატიული ინსტიტუტების საიმედოობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
როგორც თვითმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სააკაშვილმა
განაცხადა, ის პირადად უზრუნველყოფს, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბების და
მოქრთამვის ნებისმიერი მცდელობა კანონის სრული ძალით
დაისაჯოს.
„ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ავაშენეთ
სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონის უზენაესობას. კანონი
ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. მაგალითისთის, ხალხი
იმიტომ ენდობა პოლიციას, რომ ყველამ იცის, სამართალდამცველები ინტერესდებიან
მხოლოდ იმით, დაარღვიე
თუ არა კანონი და არ აინტერესებთ რას წარმოადგენ და ჯიბეში რა „ქსივა“ გიდევს. ეს
კი არის ურყევი საფუძველი სახელმწიფოებრიობისა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge