მიხეილ სააკაშვილმა ლუდის საწარმო გახსნა
21:13 02.04.2012
|
დღის სიახლეები
|
მიხეილ სააკაშვილმა საგურამოში ლუდის ახალი საწარმო გახსნა,
სადაც ჩეხი ტექნოლოგების მეთვალყურეობით, უმაღლესი ხარისხის ლუდსა და
რამდენიმე სახეობის ლიმონათს აწარმოებენ.
ახალი პროდუქცია საქართველოს
ბაზარზე ხვალიდან გამოჩნდება, თუმცა კომპანიის
მესვეურები მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავენ. ქარხანა მთლიანად ქართული
ინვესტიციით აშენდა, რისთვისაც 32 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯა. სააქციო
საზოგადოებამ „ქართული ლუდის კომპანია“ საწარმოს მშენებლობა 8 თვეში
დაასრულა და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვა. ქარხანაში უკვე 700
ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 200 იძულებით გადაადგილებული პირია.
საქართველოს პრეზიდენტმა საწარმოს პერსონალს სიტყვითაც მიმართა, მათ
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ესაუბრა. ჩეხეთის ერთ-ერთი კომპანიის
წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილს სიმბოლურად, ოქროს გასაღები გადასცა და
წარმატება უსურვა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|