პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, დავით
ბაქრაძის ინიციატივა უახლოეს ვადებში განიხილოს და მიიღოს.
როგორც დღეს
გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მანჯგალაძემ განაცხადა, ქვეყნის პირველი პირი,
აღნიშნული ინიციატივის განხილვის დაწყებას მიესალმება.
დავით
ბაქრაძის ინიციატივა გულისხმობს სხვადასხვა მედიასაშუალების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საარჩევნოდ შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნას.
შეგახსენებთ,
რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს
წარედგინება.
internet.ge