მმართველი
გუნდის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, Must carry-ს პრინციპის მიხედვით, თუ რომელიმე ტელეკომპანიის ლიცენზია მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე ვრცელდება, მათი სიგნალი მხოლოდ ამ ტერიტორიაზე გადაიცემა.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“–ს წიკლაურმა განუცხადა, პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან, საკაბელო მაუწყებლებს ვალდებულება უჩნდებათ, რომ საქართველოში ავტორიზებული ყველა მაუწყებლის სიგნალი გადასცენ.
მისი თქმით, ამომრჩეველებს ორთვიან პერიოდში
ინფორმაციის მიღებისა და გააზრებული არჩევანი გაკეთების საშუალება ექნებათ.
„თუ რომელიმე ტელეკომპანიის ლიცენზია მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე ვრცელდება, მათი სიგნალი მხოლოდ ამ ტერიტორიაზე გადაიცემა.
„მაგალითად, „25–ე არხი“ თუ აჭარის ფარგლებში მაუწყებლობს, მხოლოდ ის საკაბელო მაუწყებლები იქნებიან ვალდებულები „25–ე არხი“ ჩართონ, რომლებიც აჭარაში ფუნქციონირებენ. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ნორმა, არა მხოლოდ ორი
თვე, არამედ შემდეგაც უნდა მოქმედებდეს.
თუმცა, კერძო ბიზნესის დავალდებულება, მისი მთელი საქმიანობის განმავლობაში, ესა თუ ის სატელევიზიო არხი გადასცეს, სამართლიანი არ იქნება. ამ ორთვიან პერიოდში მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი არსებობს“, – აცხადებს კანონმდებელი.
დეპუტატის
ინფორმაციით, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის ნორმა არჩევნების დღემდე იმოქმედებს.
„ეს, არის პერიოდი, როდესაც ყველამ თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს. არჩევნების დღე პოლიტიკური პარტიებისთვის, როგორც საარჩევნო აგიტაციის დღე, საერთოდ არ არსებობს. თუ ვინმეს ხალხისთვის რაიმე სათქმელი აქვს, მას ამის სრულფასოვანი შესაძებლობა ექნება. ეს, მაღალი დემოკრატიული სტანდარტის ნიმუშია“, – დასძინა მან.
internet.ge