ვეფხვაძე: Must carry-ის პრინციპის გავრცელებას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ითხოვს
პარლამენტის
ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე Must carry-ის პრინციპის გავრცელებას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს ვეფხვაძემ განუცხადა, Must carry-ს პრინციპის მხოლოდ არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში ამოქმედება მინიმუმია.
მისი
თქმით, მნიშნელოვანია, რომ
ამომრჩევლებს არჩევნების შესახებ ობიექტური წარმოდგენა ჩამოუყალიბდეთ.
„მათ არჩევნების დღის შეფასებებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ინფორმაციის გაცნობის საშუალება უნდა მიეცეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არხის მაუწყბელობა არჩევნებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. მოვითხოვთ, რომ Must carry–ს პრინციპმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე (20 დღეს არ უნდა აღემატებოდეს) იმოქმედოს“, –
დასძინა მან.
internet.ge