საგარეო
საქმეთა სამინისტროს დელეგაცია გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით
დღეს, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ინდონეზიის რესპუბლიკას და მალაიზიის ფედერაციას ეწვევა.
ორივე
ქვეყანაში
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ასევე, ინდონეზიის რესპუბლიკაში გრიგოლ ვაშაძე შეხვდება ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრებს.
ინდონეზიაში
ვიზიტის ფარგლებში
დაგეგმილია
ორი დოკუმენტის ხელმოწერა: ურთიერთგაგების მემორანდუმი საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ და სამთავრობოთაშორისი
შეთანხმება
ტექნიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.
მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, ახლო მომავალში ინდონეზიაში საქართველოს საელჩო გაიხსნება.
“ერთის მხრივ ეს ვიზიტი მიუთითებს საქართველოს იმ კურსზე, რომელიც საგარეო პოლიტიკაში დივერსიფიკაციისა და მრავალმხრივი დიპლომატიის განვითარების მიმართულებით ხორციელდება, ხოლო მეორეს მხრივ, ამ რეგიონის დაინტერესებას როგორც ჩვენს ქვეყანასთან, ისე რეგიონთან უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დამყარების კუთხით“,-
განაცხადა ჯალაღანიამ.
Internet.ge