სენატის საერთაშორისო
საქმეთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „მაგნიტსკის სიის“ - კანონპროექტს,
რომელიც სავიზო სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ რუსი ჩინოვნიკების მიმართ,
რომლებსაც 2009 წელს იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან ჰქონდათ კავშირი -
იუწყება უცხოური მედია.
სენატორებმა, ასევე,
მხარი დაუჭირეს შესწორებას, რომლის თანახმადაც აშშ-ის ადმინისტრაცია ყოველწლიურად
გადახედავს გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, კერძოდ, იმ პირთა სიას, რომლებზეც
სანქციები უნდა გავრცელდეს.
პირებს, რომლებიც ამ
სიაში არიან, ეკრძალებათ აშშ-ის საზღვრის გადაკვეთა, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ
ეს ვიზა აღნიშნული კანონის მიღებამდე იქნა გაცემული. ასეთი ვიზები ანულირდება.
სავიზო სანქციების გარდა,
კანონპროექტი ეკონომიკურ სანქციებსაც მოიცავს: სიაში მოხვედრილ პირთა ყველა
საბანკო ანგარიში ამერიკულ ბანკებში გაიყინება.
Internet.ge