აშშ-ის სენატის
საერთაშორისო კომიტეტის მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიის ერთხმად მიღების შემდეგ, რუსეთის
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება
ამერიკა-რუსეთს შორის ურთიერთობებისთვის „ნეგატიური ეფექტის მქონე იქნება“.
მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ „მოკოსვის პასუხი აუცილებლად
სიმეტრიული არ იქნება“.
„ეს არ არის ჩვენი არჩევანი, პასუხი შეიძლება სიმეტრიულიც იყოს და არა მარტო
ასიმეტრიული. სიმეტრიული იქნება, მაგრამ სხვა ზომებსაც მივმართავთ,“ - განაცხადა
მან.
როგორც ცნობილია, სენატის საერთაშორისო კომიტეტმა გუშინ ერთხმად დაუჭირა მხარი
კანონპროექტს - ე.წ. მაგნიტსკის სიას, რომელიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის
მკვლელობასთან კავშირის მქონე რუს ჩინოვნიკებს სავიზო სანქციებს უწესებს.
internet.ge