ბაშარ ასადმა სირიის ახალი მთავრობის სხდომაზე
გამოსვლისას პირველად აღიარა, რომ „ქვეყანაში ომია“ და მინისტრებისგან გამარჯვების
მისაღწევად ყველა ზომის გამოყენება მოითხოვა.
„ჩვენ ნამდვილი ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით ყველა
გაგებით. როცა ჩვენ ომს ვაწარმოებთ, ყველა განკარგულება, ყველა მხარე, ყველა
სექტორი ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს,“
- განაცხადა მან.
მანამდე ბაშარ ასადი მის ქვეყანაში მიმდინარე
კონფლიქტს „ტერორისტებთან ბრძოლას“ უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ
ბანდები მოქმედებენ, რომლებსაც უცხოური ქვეყნები აფინანსებენ.
სირიაში კი ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლის
რაოდენობა. ბოლო ინფორმაციით, გუშინ, დამასკოში მიმდინარე ბრძოლების შედეგად 116
ადამიანი დაიღუპა, აქედან 68 ადამინი სამოქალაქო პირია.
Internet.ge