“ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტებისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ
დაკისრებულ ჯარიმას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სანდრო ბარამიძემ განუცხადა, დღეს მიღებული
გადაწყვეტილება უკანონოა.
„სასამართლოს მიერ დაჯარიმებულ არც ერთ პირს შეხება არ
ქონდა “მენეჯმენტ სერვისთან”, აუცილებლად გავასაჩივრებთ, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილების
ოქმი სასამართლოს ამ დრომდე არ მოუწოდებია, გასასაჩივრებლად 48 საათზე ნაკლები
მრჩება“,- განაცხადა ბარამიძემ.
მისივე განცხადებით, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმით “ქართულ
ოცნებაში” შემავალი პარტიების საქმიანობა
შეუძლებელი გახდება.
ბარამიძე პარტიების ქოების დაყადაღებასაც არ გამორიცხავს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი
სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი
სუბიექტების დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლე ილონა თოდუას გადაწყვეტილებით, აღნიშნული პარტიები 2 383
097 ლარით დაჯარიმდნენ.
Internet.ge