ხიდაშელი: კოალიციაში შემავალი პარტიები დაკისრებულ ჯარიმას ფიზიკურად ვერ გადავიხდით
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ვერც ერთი პოლიტიკური
პარტია საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას ფიზიკურად ვერ გადაიხდის.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“
ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისი თქმით, თანხის გადახდის შემთხვევაში პარტიამ არსებობა უნდა
შეწყვიტოს.
„არ ვიცი, რა პრინციპით უნდა გადავიხადოთ აღნიშნული თანხა, თუმცა რა
მოდელიც არ უნდა იყოს, თანხის რაოდენობა
იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია პარტიამ
დაფაროს. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას
ქვეყანაში აბსურდისა და ბოდვის სერიალი გრძელდება, რომლის ავტორი მიხეილ
სააკაშვილია. რასაც ის სიზმარში ნახავს სასამართლო ახმოვანებს. ვწუხვარ, რომ მას ოდესღაც
ვიცნობდი“,- განაცხადა ხიდაშელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი
სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი
სუბიექტების დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლე ილონა თოდუას გადაწყვეტილებით, აღნიშნული პარტიები 2 383
097 ლარით დაჯარიმდნენ.
Internet.ge