GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება
14:31 27.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის პირადი მიწვევით, ევროპის სახალხო პარტიის სამიტის მუშობაში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ევროპელი ლიდერები, სახელმწიფო მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტის მთავარი თემა  ევროპული ღირებულებები და ის საერთო მისწრაფებებია, რომელიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს. დელეგატები ტრადიციულად ევროკავშირის ყრილობის  წინ იკრიბებიან და ყველა იმ პრიორიტეტულ საკითხზე მსჯელობენ, რომლის განხილვაც  ევროკავშირის სხდომის ფარგლებშია დაგეგმილი.

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს. ასევე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან ვილფრედ მარტენსთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ქეთრინ ეშტონთან და ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულესთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან.

ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა ბრუსელში 28 ივნისს გაიმართება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება1
იულია ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო2
გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებისა და მდგომარეობის შესასწავლად კომისია შეიქმნება3
ბიძინა ივანიშვილი: კონსტიტუციას ჭკუაზე მოვიყვანთ4
სახალხო დამცველი შსს-ს დავით აკობიასა და ბორის ფარულავას ადგილსამყოფელზე ინფორმაციას სთხოვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X