იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის ინფორმაციით, ე.წ. Must carry-ის პრინციპით, რეგიონებში მაუწყებლობის უფლება ტელეკომპანია „კავკასიასაც“ მიეცემა.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან
დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას კუბლაშვილმა განაცხადა, სამწუხაროდ, ობიექტური გარემოებების გამო, „კავკასია“ ე.წ. Must carry-ის პრინციპის დღევანდელ მოდელში ვერ ხვდება.
„არც ერთ ქვეყანაში არ ვრცელდება საკაბელოებისთვის ვალდებულებები იმ ფარგლებს გარეთ, სანამდეც მაუწყებელს მაუწყებლობის ლიცენზია აქვს. „კავკასიის“ შემთხვევაში ეს არის თბილისის არეალი, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან შევთანხმდით, რომ კონკრეტული ფორმულირება იქნება ჩამოყალიბებული, რითაც ეს პრინციპი „კავკასიაზეც“ გავრცელდეს“, –
დასძინა მან.
internet.ge