ჯონ ბასი: არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს მთავრობა სადამკვირვებლო ჯგუფებს დაეხმარება
საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო
არჩევნების წინა პერიოდში, აშშ-ს მთავრობა სადამკვირვებლო ჯგუფებს დაეხმარება.
ამის შესახებ განცხადება, აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-ს მთავრობა ამერიკული
ორგანიზაციების საერთაშორისო ინსტიტუტს IRI -ისა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს
NDI -ის დააფინანსებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი
წინასაარჩევნო გარემოს შექმნას და საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო
სტანდარტებით ჩატარებას.
ჯონ ბასმა ასევე განაცხადა, რომ ახალი
პროგრამის ამოქმედების შემდეგ აშშ-ს მთავრობის მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო
სადამკვრვებლო ორგანიზაციებისთვის გაღებული თანხა 2 მილიონ დოლარს მიუახლოვდება.
მისი განცხადებით, აღნიშნული პროგრამა
უზრუნველყოფს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სამი გრძელვადიანი დამკვირვებლის
ჩამოსვლას ივლისიდან ოქტომბრამდე, ასევე, IRI
-ის 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას სამი თვით ადრე.
საქართველოში არჩევნების დღეს, NDI დამატებით
20, ხოლო IRI 30 დამკვირვებელს გამოგზავნის.
internet.ge