ნატო-ს
გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუს შეფასებით, საქართველომ დემოკრატიული კურსი უნდა გააგრძელოს,
რომელიც მას საბოლოოდ ნატომდე მიიყვანს.
როგორც
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა, სამხედრო კონტრიბუცია
ავღანეთის მისიაში და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების სფეროში მეტად
მნიშვნელოვანია.
„თქვენი
ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია გამორჩეულია და მას ისტორიული მნიშვნელობა
აქვს. საქართველოში ის პროგრესი, რომელიც დემოკრატიული რეფორმების შედეგად იქნა
მიღწეული, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ვერშბოუმ.
შეხვედრაზე
მხარეებმა ჩიკაგოს ნატოს მნიშვნელობაზე და საქართველო-ნატოს სამომავლო
თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
internet.ge