ჯონ ბასი: აშშ-ის მთავრობამ დემოკრატიისა და კანონის განსამტკიცებლად 120 მილიონი დოლარი გაიღო
ჯონ ბასმა აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა გახსნილად გამოაცხადა,
რომელიც არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
აღნიშნულ პროგრამას NDI, IRI და
საერთაშორისო ფონდი განახორციელებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბასმა განაცხადა, პროგრამის
ფარგლებში ქალი კანდიდატებისთვის
ტრეინინგები ჩატარდება.
„საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა,
აგრეთვე ქალების სრულფასოვანი ჩართულობა პოლიტიკურ საქმიანობაში აშშ-ს იმ
ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დემოკრატიის მშენებლობის პროცესში
ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენაა მიმართული. 2008 წლის შემდეგ აშშ-ს
მთავრობამ დემოკრატიის, სამართლინობისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად
120 მილიონი დოლარი გაიღო“,- განაცხადა ბასმა.
internet.ge