GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ე.წ. Must Carry–ის პრინციპთან დაკავშირებით მომზადებულ პროექტს ახალი მუხლები დაემატა
18:11 28.06.2012
დღის სიახლეები

საკაბელო კომპანიები ვალდებული ხდებიან წინასაარჩევნო პერიოდისთვის შემოღებული სავალდებულო ტრანზიტი არჩევნების დანიშვნის მომენტიდან ერთ დღეში განახორციელონ.

ამასთან დაკავშირებით ახალი მუხლები „საარჩევნო კოდექსს“ დაემატა, რომელზეც დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

ცვლილებით, ე.წ. Must Carry–ის პრინციპი  არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების დღემდე განსაზღვრული პერიოდის გარდა, არჩევნების მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში და ასევე შუალედური არჩევნების დროსაც იმოქმედებს.

ცვლილებებით, თუ საკაბელო კომპანიები სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტს არჩევნების დანიშვნიდან ერთი დღის ვადაში არ განახორციელებენ, გაფრთხილებას მიიღებენ. გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების დარღვევა მათთვის ერთი წლის ვადით ავტორიზაციის ჩამორთმევას გამოიწვევს.

ამასთან, ამ მიმართულებით ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს განიხილავს და წყვეტს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თავისი ინიციატივით ან შესაბამისი მაუწყებლის განცხადების საფუძველზე, ვალდებულების დარღვევის  ფაქტის გამოვლენიდან ან მაუწყებლისაგან შესაბამისი განცხადების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ეს ცვლილება დღეს, პირველი მოსმენით დაამტკიცა, ხოლო ხვალ, მეორე და მესამე მოსმენით მიიღებს.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უბედური შემთხვევის შედეგად 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა1
მინისტრობის კანდიდატები სტრუქტურებს ეცნობიან2
დღეიდან “თბილისობა 2012”იწყება3
ოქრიაშვილის გოლი უეფამ შესარჩევის სტარტზე საუკეთესოდ სცნო4
მიხეილ სააკაშვილი: უკეთესი ცხოვრება სამეგრელოდან იწყება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X