“ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიებისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ განუცხადა, მათ საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებისთვის
ვადა დღეს ეწურებათ.
„საქალაქო
სასამართლოს
გადაწყვეტილებას
ხვალ გავასაჩივრებთ, თუმცა სააპელაციო სასამართლოსგან ახალს არაფერს ველით“,- განაცხადა გუშინ ადვოკატმა.
თბილისის
საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის
ოქმის საფუძველზე კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი სუბიექტების დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო.
მოსამართლე
ილონა თოდუას გადაწყვეტილებით,
აღნიშნული
პარტიები
2 383 097 ლარით
დაჯარიმდნენ.
Internet.ge