აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სანკტ-პეტერბურგშია, სადაც
აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის საერთაშორისო ფორუმში „ქალები ეკონომიკაში“
მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტი ევროპული ტურნეს ფარგლებში მიმდინარეობს. სახელმწიფო
მდივანი უკვე იმყოფებოდა ფინეთსა და ლატვიაში.
დღეს დაგეგმილია ჰილარი კლინტონის მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრთან სერგეი ლავროვთან, რომლის მთავარი თემაც სირია იქნება.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, ლავროვთან შეხვედრაზე კლინტონი
აპირებს სირიისათვის რუსული შეიარაღების მიწოდების საკითხი წამოჭრას, რასაც
ვაშინგტონი კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს.
ლავროვმა უკვე განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს თავი იმართლოს სირიისათვის
მხოლოდდამხოლოდ გარემონტებული საბრძოლო ტექნიკის მიწოდების გამო.
Internet.ge