დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია, სახელწმიფო ჰიმნის
ფონზე ოფიციალურად დაიხურება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უწყება საგაზაფხულო სესიას თებერვლის პირველ სამშაბათს ხსნის და ივნისის ბოლო პარასკევს ხურავს.
ვინაიდან, მიმდინარე კვირა საკომიტეტო იყო, დღეს, სესია რიგგარეშე სხდომის ფორმატში დაიხურება.
რაც შეეხება სამომავლო საქმიანობას, მიმდინარე საკითხების განსახილველად, პარლამენტი პერიოდულად რიგგარეშე სხდომების ფორმატში შეიკრიბება.
Internet.ge