GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოსკოვს თბილისთან მორიგი პრეტენზია აქვს
12:55 29.06.2012
დღის სიახლეები

„27 ივნისს გალში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილ საექსპერტო შეხვედრაში მონაწილეობაზე საქართველოს უარი მოწმობს იმას, რომ ცრუ პრესტიჟი უფრო მნიშვნელოვანია თბილისისათვის, ვიდრე საკუთარ საზღვრებზე უსაფრთხოების ინტერესი“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმი, ისევე, როგორც მისი ანალოგი საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვარზე“ (ანუ ერგნეთის შეხვედრები) მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის და  მის მონაწილეთა შორის ინფორმაციის პირდაპირი გაცვლის საშუალებას იძლევა.

ამა წლის აპრილიდან გალის შეხვედრების ფარგლებში შესვენება შეინიშნება, რასაც მომავალი სხდომების ფორმატთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა განაპირობებს, - განაცხადა ლუკაშევიჩმა და დასძინა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ამ შეხვედრების განახლების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

ლუკაშევიჩი აცხადებს, რომ შეხვედრა ქართულმა მხარემ ჩაშალა, თუმცა არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ ამ შეხვედრების ჩაშლის მიზეზი აფხაზური მხარე გახდა, რომელიც გალში მოლაპარაკებების განახლებაზე იმ შემთხვევაშია თანახმა, თუ  ფაქტობრივად, მისი ფორმატი შეიცვლება.

როგორც ცნობილია, სეპარატისტულმა რეჟიმმა „ბოიკოტი“ გამოუცხადა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ანჟეი ტიშკევიჩს და გალში მის შეშვებაზე უარს ამბობს. შესაბამისად, შეხვედრა ტიშეკევიჩის გარეშე უნდა ჩატარებულიყო, რაც ფორმატის ცვლილების ტოლფასია და ამდენად, თუკი რუსეთისთვის გალის შეხვედრების მანამდე არსებული ფორმატი ასეთი ძვირფასი იყო, მისი პრეტენზიის ადრესატი არა თბილისი, არამედ სოხუმი უნდა იყოს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კანცელარიაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა დაიწყო1
ლევან ყიფიანს ოთხი მოადგილე ეყოლება2
დავით ნარმანია: ადმინისტრაციულ ხარჯებს ქამრების შემოჭერა შეეხება3
საიამ ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა4
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლუკა კურტანიძემ ორი ადამიანი სცემა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X