NDI-ის
გამოქვეყნებულ
ანგარიშში, Must carry-ს პრინციპის კანონმდებლობაში დანერგვა პოზიტიურ ნაბიჯადაა
შეფასებული.
წინასაარჩევნო დელეგაციის წევრები, საქართველოს
პარლამენტს, Must carry-ს პრინციპის ვადების გახანგრძლივების რეკომენდაციით მიმართავენ.
როგორც
ანგარიშშია ნათქვამი, Must carry-ს პრინციპის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდამდე ამოქმედება უნდა მოხდეს.
„კანონის ადრეული ამოქმედება შესაძლებელს გახდის კანონის განხორციელების დროს წარმოშობილი გაუთვალისწინებელი პრობლემების მოგვარებას. ასევე, უნდა მოხდეს Must carry-ს
პრინციპის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელების შესაძლებლობის განხილვა“,-
ნათქვამია ანგარიშში.
შეგახსენებთ,
რომ საქართველოს პარლამენტმა "Must carry" პრინციპთან დაკავშირებული კანონპროექტი მეორე
მოსმენით, 81 ხმით ერთხმად მიიღო.
internet.ge