GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არჩილ კბილაშვილი: ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის
13:21 29.06.2012
დღის სიახლეები

ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს მიერ დაყადაღებულ კომპანიებში წილები არ აქვს. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ "ქართუ ჯგუფში", „ქართუ ბანკსა" და 21.7% „პროგრეს ბანკში" ანგარიშების დაყადაღება არასამართლიანად მოხდა.

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად მოტივირებული თანხების გადახდას არ აპირებს. ის 74,4 მლ. ლარი სასამართლომ კოალიციის ლიდერს, არა სამართლებრივად, არამედ მისი პოლიტიკური აქტიურობისთვის დააკისრა“,- განაცხადა ადვოკატმა.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს "ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში".

ბიუროს განცხადებით, აქციათა დაყადაღება  არ აბრკოლებს ზემოთ აღნიშნული ბანკების ჩვეულ საქმიანობას. 

ამასთან, მათივე განცხადების თანახმად, ივანიშვილის მიერ თანხის ნებაყოფლობით გადახდის  შემთხვევაში,  აქციებზე დადებული ყადაღა ავტომატურად  უქმდება.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შს სამინისტრო: გელა მთივლიშვილს პოლიციის შენობა იძულებით დაატოვებინეს1
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები ტერიტორიებისთვის დავას იწყებენ2
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხაშურში მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ ეყოლება3
რუსეთის საგარეო უწყებას საქართველოში ქუჩის აქციები სურს4
ტელეკომპანია CNN-ის რეპორტაჟი ქალაქ ლაზიკადან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X