GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბაჩო ახალაია ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა
15:27 29.06.2012
დღის სიახლეები

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ დღეს,  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში მონაწილეობამდე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ნატოს ეგიდით მიმდინარე  ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას. ყურადღება გამახვილდა  საქართველოს მიერ ალიანსთან აღებული ვალდებულებების შესრულებასა და საქართველო-ნატოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და მაქვს საშუალება სიტყვით გამოვიდე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე. თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა მქონდა და მადლობელი ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მონაწილეობა ავღანეთის მისიაში და სამომავლო გეგმები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ეს ჩემი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ძალიან კარგი შეჯამება იყო,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალექსანდრე ვერშბოუმ.

თავდაცვის სამინისტრომ კი, სურვილი გამოთქვა ალიანსთან „გონივრული თავდაცვის“ ფარგლებში ითანამშრომლოს და სხვადასხვა მრავალეროვნულ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.

„ჩვენ გვქონდა საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და პერსპექტივებზე ამ მიმართულებით. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ვერშბოუ როცა იყო ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე, ჩვენ მასთან ერთად დავიწყეთ ცალკეული რეფორმები, რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქართველოში და ამ მიმდინარე რეფორმების პროგრესზეც გვქონდა საუბარი. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა.“ - აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დღეს თავდაცვის მინისტრმა  ბაჩო ახალაიამ რამდენიმე  შეხვედრა გამართა.  ბაჩო ახალაია აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწეს ანდრიუ ვებერს, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს სელესტ ვოლანდერს, კონტრადმირალ მარკ მონტგომერს და კონფერენციის სხვა მონაწილეებს შეხვდა. ინდივიდუალური შეხვედრების გარდა კონფერენციის ფარგლებში დღეს ავღანეთთან „ვიდეო ხიდი“ გაიმართა.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი: ორშაბათისთვის შესაძლოა, რამდენიმე ახალი კანდიდატი კიდევ დავასახელოთ1
ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს2
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ტარყაშვილის მკვლელობის საქმის განხილვას აგრძელებს3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (9-15 ივლისი)4
ნესტორ ხერგიანი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X