მმართველი
გუნდის წევრის, დავით დარჩიაშვილის
შეფასებით, „ქრისტიან–დემოკრატები“ ფოკუსირებას მხოლოდ პროცესზე ახდენენ და არა შედეგზე.
როგორც
პოლიტიკური დებატებისას, დარჩიაშვილმა განაცხადა, მთავარია, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის აღმშენებლობა მეოცნებეობამ და პოპულიზმმა არ წალეკოს.
„ამის მარგალიტები „ქრისტიან–დემოკრატების“ გამოსვლებშიც ხშირად არის. მაგალითად, „ქრისტიან–დემოკრატების აზრით, ავადმყოფობა ტანჯვა იმიტომ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაშია. ყველაფრის თქმა შეიძლება, თუმცა, ის სერიოზულ რისკებს შეიცავს. ამომრჩეველში ასეთი რისკებით ფეხის მოკიდება, მოსახლეობის გაჭირვებას ნიადაგს კიდევ უფრო უქმნის,“ – ამბობს დავით დარჩიაშვილი.
მისი
თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ და ამ
მოწვევის პარლამენტმა ნაბიჯები გადადგა, რომ რომანტიკული ერთეულისგან, რომელსაც მხოლოდ სახელი – საქართველო ჰქონდა შერჩენილი, ქვეყნის შენება დაწყებულიყო. ახლა სტაბილურობა უზრუნველყოფილია.
„ამ პარლამენტის მიერ იქმნება პირობები, რომ ქართველი ერის ოცნება, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნდეს, რეალიზებული იყოს“, – დასძინა მან.
Internet.ge