ლეიბორისტები „ქართული ოცნების“ კარდაკარის პროგრამას არ ენდობიან
16:41 30.06.2012
|
დღის სიახლეები
|
„ლეიბორისტები“ „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მასშტაბით დაწყებულ ალტერნატიულ კარდაკარის პროგრამას არ ენდობიან და აცხადებენ, რომ "მეოცნებეთა გამოკითხვები ამომრჩეველს პრაქტიკულად ერთ შეთანხმებულ არჩევანს სთავაზობენ - "ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის".
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ–ერთმა წევრმა, კახა ძაგანიამ განაცხადა, აღნიშნული ქმედება მოსახლეობის იდეოლოგიურ ზეწოლას გულისხმობს.
ძაგანიამ დღესვე „ამომომრჩეველთა ლიგა“ კოალიციის სატელიტობაში დაადანაშაულა.
„კრიმინალი ოლიგარქის სატელიტი და დაფინანსებული ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგა" კარდაკარ წანწალის დროს "ლეიბორისტული პარტიის" წინააღმდეგ ბინძური ჭორების გავრცელებას ეწევა. "ლეიბორისტული პარტია" ხმის მაძიებელ "ფულმადიდებლებს" აფრთხილებს, "სანამ კიბეებიდან არ დაუგორებიათ" თავი დაანებონ "ლეიბორისტული პარტიის" დისკრედიტაციას", - აცხადებს ძაგანია.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|