ვანო მერაბიშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს ორშაბათს წარუდგენს
19:53 30.06.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს ორშაბათს წარუდგენს.
პრეზიდენტის თქმით, ვანო მერაბიშვილმა შეძლო კორუფციის და კრიმინალის დამარცხება და იგივეს იზამს უმუშევრობასთან დაკავშირებითაც.
“ოქტომბერში არჩევნები იქნება, მნიშვნელოვანია ჩვენ პროგრამა წარვადუგინოთ ხალხს. ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელვანი მოვლენები იქნება და ამიტომ, პრემიერი-მინისტრად მერაბიშვილი ინიშნება და ის ახალ შემანდგენოლობას ორშაბათს წარუდგენს პარლამენტს”,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო შთამბეჭდავი ქვეყანა ხდება, მაგრამ მთავარი ამოცანაა არა ზოგადად პროგრესის მიღწევა, არამედ ის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ცხოვრების შემსუბუქება.
“მერაბიშვილმა მოახერხა გადამწყვეტი დარტყმის მიყენება და კორუფციის დამარცხება და ის დარწმუნებული ვარ შეძლებს მომავლში ურთულესი გადაწყვეტილებების მიღებას”,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|