GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: მჯერა მერაბიშვილი ეფექტიანი და წარმატებული სისტემის აწყობას შეძლებს
20:13 30.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის, როგორც პრემიერ-მინისტრის მთავარი ამოცანა უმუშევრობის დამარცხება იქნება.

როგორც დღეს, მერაბიშვილის წარდგენისას პრეზიდენტმა განაცხადა, მას სჯერა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, იგი შეძლებს ხალხის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ასევე ეფექტიანი და წარმატებული სისტემის აწყობას.

“მე მასთან ერთად უკვე მრავალი წელია ვმუშაობ და ვიცი, რომ ამ შემთხვევაშიც, მისი მიზანდასახულობა, მისი შრომისუნარიანობა და უნარი გადაჭრას რთული პრობლემები, ამჯერადაც ისევე იქნება დემონსტრირებული, როგორც ეს იყო აქამდე ყოველთვის, როდესაც მას მოუხდა ურთულეს გამოწვევებთან შეჭიდება. ვანო არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ის, რასაც ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა - მან ბეჭებზე დადო კრიმინალი და კორუფცია”,- განაცხადა სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, მერაბიშვილმა შეძლო, რომ ათწლეულის განმავლობაში სრულიად დისკრედიტებული პოლიცია ექცია უმაღლესი ეფექტიანობის მქონე, მსოფლიო მასშტაბით სამაგალითო სამართალდამცავ სისტემად, რომელსაც უდიდეს ნდობას უცხადებს ქართული საზოგადოება.

“ვანო განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის ობიექტად აქცევს ჩვენს სოფელს იმიტომ, რომ მას ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება და დიდი ცოდნა აქვს. თავის დროზე იგი ხელმძღვანელობდა ფერმერთა ორგანიზაციას, იცავდა სოფლის მეურნეთა ინტერესებს და მაშინ მისი უშუალო ძალისხმევით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა ჩამოყალიბდა მიწის მესაკუთრეთა ხელშესაწყობლად. სოფელზე ზრუნვა ვანოს ცხოვრების დიდი გატაცებაა”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბარამიძე: არჩევნებში დამარცხება დადუმებას და პოლიტიკურ სასაფლაოზე წასვლას არ ნიშნავს1
თეა წულუკიანი: გვექნება პრინციპი: „ყველა ყველას აკონტროლებს"2
მოსკოვში ქართველები დააკავეს3
ნასას მორიგი ვიდეოს „გმირი“ დედამიწა გახდა (VIDEO)4
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X