მერაბიშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხს დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა მიეცეს
პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში ყველამ მიიღოს შესაბამისი ჯანდაცვა, სოფელი განვითარდეს და უმუშევრობა შემცირდეს.
როგორც მერაბიშვილმა დღეს, ახალ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა, მან იცის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უმუშევარია და მისი მიზანი სწორედ ამ ადამიანებისთვის დამატებითი დასაქმების შექმნა იქნება.
“ვიცი, რომ ბევრს არ აქვს საშუალება იმკურნალოს და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იქნება საყოველთაო დაზღვევა. ასევე, მე ვიცნობ ქართულ სოფელს და ვიცი რა სჭირდება მას. ჩვენ ჩვენი გეგმით ქართველ გლეხს გავაძლიერებთ”,- განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი შეფასებით, გლეხი ძლიერი საქართველოს საწინდარი და მთავარი დასაყრდენი ძალაა.
ვანო მერაბიშვილმა ასევე, ყოფილ პრემიერს მადლობა გადაუხადა.
“იმედი მაქვს მომავალში ნიკა გილაურთან თანამშრომლობის. მადლობა მინდა ვუთხრა
მას, რომ საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტი დღესდღეობით გაცილებით უფრო ჯანსაღია, ვიდერე ჩვენ ის ჩავიბარეთ”,- განაცხადა მერაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობაში ახალი პოსტი, დასაქმების სახელმწიფო სამინიტრო შეიქმნება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე იზრუნებს.
internet.ge