საქართველოს პრეზიდენტის,
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნიკა გილაურმა საქართველოს მთავრობის მართვა, განსაკუთრებულად რთულ პერიოდში შეძლო.
როგორც პრეზიდენტმა დღეს, ახალი პრემიერის წარდგენისას განაცხადა, გილაური მათი გუნდის წევრად რჩება.
“მისი როლი გადამწყვეტია იმაში, რომ საქართველომ გაუძლო ეკონომიკურ კრიზისს, შეინარჩუნა ფისკალური სტაბილურობა, ეკონომიკის ტრაექტორია შემოაბრუნა ზრდისკენ და ჩვენი ქვეყნისადმი არნახულად გამყარდა ინვესტორების დონე, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ქვეყანა განიცდის ინვესტიციების კლებასა და ეკონომიკის ვარდნას. ნიკას ძალისხმევის და გააზრებული მართვის გარეშე ეს ყველაფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა”,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge